Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროტესტის ფონზე, მოლდავეთის პრეზიდენტი უარს აცხადებს გადადგომაზე


კიშინიოვში გაიმართა მოლაპარაკება მთავრობის წარმომადგენლებს და კვლავ მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებს შორის. აქციათა მონაწილეები აცხადებენ, რომ დემონსტრაციები გაგრძელდება. ღირსებისა და სიმართლის სამოქალაქო პლატფორმის ლიდერმა, ვასილე ნასტასემ 8 სექტემბერს განაცხადა, მოლაპარაკებამ „შედეგი არ მოიტანაო“. მან დასძინა, ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილებულა, ამდენად გავაგრძელებთ პოზიციების დაცვას და გავაძლიერებთ ზეწოლას მთავრობაზეო. დემონსტრანტები მოითხოვენ პრეზიდენტის, ნიკოლაე ტიმოფტის და მთავრობის გადადგომას კორუფციის და იმ საბანკო სკანდალის გამო, რომელსაც დაახლოებით მილიარდი დოლარის გაქრობა მოჰყვა. ტიმოფტიმ 8 სექტემბერს, შეხვედრამდე განაცხადა რომ არ გადადგება, რადგან ეს ნაბიჯი მოლდავეთს დესტაბილიზაციას მოუტანს და ვითარებას მხოლოდ უფრო დაძაბავსო. ასობით დემონსტრანტს კიშინოვის ცენტრალურ მოედანზე კარვების ქალაქი აქვს გაშლილი. ისინი აცხადებენ, რომ არ დაიშლებიან მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე.

XS
SM
MD
LG