Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ილჰამ ალიევი თავს დაესხა ევროკავშირის ღირებულებებს


აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა გამომწვევი განცხადებებით უპასუხა ევროკავშირის მხრიდან გამოთქმულ კრიტიკას და ბლოკს ბრალი დასდო „ანტი-აზერბაიჯანული“ განწყობის ქონაში. ალიევმა ირონიით ისაუბრა ევროპულ ღირებულებებზე, ლტოლვილთა მიმდინარე კრიზისის ფონზე. 15 სექტემბერს, ბაქოში, ჩეხეთის პრეზიდენტ მილოშ ზემანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ალიევმა დაგმო ევროპის პარლამენტის მიერ ახლახან მიღებული რეზოლუცია, რომელიც მწვავედ აკრიტიკებს აზერბაიჯანში არსებულ ვითარებას ადამიანის უფლებების კუთხით და გამოდის პოლიტპატიმრების და ჟურნალისტების გათავისუფლების მოწოდებით. „ეს რეზოლუცია უსაფუძვლოა, მიკერძოებულია და წარმოადგენს სიცრუეზე დაფუძნებულ პოლიტიკურ პროვოკაციასო“, განაცხადა ალიევმა. არასავალდებულო რეზოლუცია 10 სექტემბერს მიიღეს, 365 ხმით 202-ის წინააღმდეგ, თავი შეიკავა 72-მა დეპუტატმა. რეზოლუცია გმობს აზერბაიჯანში სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიმდინარე უპრეცედენტო რეპრესიებს.

XS
SM
MD
LG