Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის ჯარი ორი მიმართულებით იწყებს იერიშს თალიბანის მიერ დაკავებული რეგიონების დასაბრუნებლად


ავღანეთის უშიშროების ძალებმა ორი მიმართულებით წამოიწყეს იერიში არეალში, რომელიც თალიბანმა დაიკავა გასულ დღეებში. ჰელმანდის პროვინციაში, სამხრეთში, ავღანეთის ჯარები იბრძვიან ქალაქ ლაშქარ გაჰის მისადგომების კვლავ ასაღებად. ცხარე ბრძოლები მიმდინარეობს ფარიაბის პროვინციაში, რომელიც თალიბანმა ორი დღის წინ დაიკავა. ავღანეთის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, აბდულ რაშიდ დოსთუმი, ყოფილი საველე მეთაური და გენერალი, ავღანეთის კომუნისტური მმართველობის დროს, 20 ოქტომბერს თურქმენეთის მოსაზღვრე რეგიონში ჩავიდა, რათა ოპერაციას თვითონ უხელმძღვანელოს. ავღანეთის ოფიციალური პირების თანახმად, მათ რეგიონში დამატებითი ჯარი გააგზავნეს მას მერე, რაც ბაბაჯის ოლქი თალიბანს ჩაუვარდა ხელში 20 ოქტომბრის საღამოს. ბრძოლების გამო მოსახლეობა, ქალაქ ლაშქარ გაჰიდან, ჰელმანდის პროვინციის დედაქალაქიდან, გარბის. ბრძოლები ემუქრება პირველ ავტომაგისტრალს, რომელიც ყანდაარს და ჰერათს აკავშირებს. ჰელმანდში აშშ-ის და ბრიტანეთის ჯარები იყვნენ განთავსებული, სანამ შარშან ავღანეთს დატოვებდნენ. ჰელმანდი ავღანეთში ოპიუმის წარმოების ცენტრია.

XS
SM
MD
LG