Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი და ბალკანეთის ლიდერები მიგრანტების გეგმაზე შეთანხმდნენ


ევროკავშირი და ბალკანეთის ქვეყნების ლიდერები 25 ოქტომბერს შეთანხმდნენ 17-პუნქტიან თანამშრომლობის გეგმაზე, რაც ბალკანეთის ნახევარკუნძულზე მყოფი მიგრანტების ნაკადების მართვას ითვალისწინებს. ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კოლდ იუნკერმა აღნიშნა, რომ გეგმის ნაწილი გერმანიისა და საბერძნეთის დამაკავშირებელ მაგისტრალის გასწვრივ 100 ათას კაცზე გათვლილი მიგრანტთა ცენტრების შექმნას ითვალისწინებს. გაეროს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის ხელშეწყობით, საბერძნეთში 50 ათასი დევნილისათვის მოეწყობა თავშესაფარი, დარჩენილი 50 ათასი კაცისათვის კი მიგრანტთა ცენტრი დასავლეთ ბალკანეთში განთავსდება.

XS
SM
MD
LG