Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ექსტრემისტების მოკავშირე იმამს ბოსნიაში პატიმრობა მისაჯეს


ბოსნიის სასამართლომ შვიდი წლით პატიმრობა მიუსაჯა მუსლიმ სასულიერო პირს, რომელიც ექსტრემისტული ორგანიზაციებისათვის სირიასა და ერაყში მოხალისეების რეკრუტირებას ახდენდა. ვერდიქტის გამოცხადების დროს, 5 ნოემბერს, მოსამართლემ განაცხადა, რომ ჰუსეინ ბოსნიჩი მისი „ორატორული უნარით“ მორწმუნეებს არწმუნებდა შეერთებოდნენ ექსტრემისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოს“. იმამის დაპატიმრების სამართლებრივი საფუძველი გახდა გასულ წელს მიღებული კანონმდებლობა, რომელიც მიზნად ისახავს აღკვეთოს ახალგაზრდა მუსლიმების ყოველგვარი შერჩევა და მათი გადაბირება ექსტრემისტულ ორგანიზაციების მხრიდან.

XS
SM
MD
LG