Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩიხრაძე პრეზიდენტის სასახლეში ყოფნას „სამართლებრივად გამართულს“ უწოდებს


ამის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა პოლიტიკურ საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა ფიქრია ჩიხრაძემ, რომელიც დარწმუნებულია, რომ ქვეყნის პირველი პირი არ დაუშვებს ამ საკითხთან დაკავშირებით სამართლებრივი სივრციდან გავიდეს. კვირის დასაწყისში ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა პრეზიდენტის უარს ათონელის რეზიდენციაში გადასვლასთან დაკავშირებით "ცინიზმის ძალიან მაღალ დონე" უწოდა და დასძინა, რომ ეს მდგომარეობა „დასრულდება, იმის მიუხედავად მას (პრეზიდენტს) ეს სურს თუ არ სურს". ინაუგურაციის შემდეგ გიორგი მარგველაშვილის გადასვლა ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ აშენებულ ძვირადღირებულ სასახლეში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაც გააკრიტიკა და მას „გაუმართლებელი ფუფუნება“ უწოდა.

XS
SM
MD
LG