Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტიქიამ საქართველოს რეგიონები დააზარალა


ბაღდათის რაიონში 16 ოჯახი ამ დრომდე მოწყვეტილია გარე სამყაროს. ერთი საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაინგრა. ორდღიანმა გადაუღებელმა წვიმებმა რამდენიმე სოფელში საავტომობილო გზებზე მეწყერი წარმოშვა. წვიმას ძლიერი ქარიც დაერთო, რის გამოც მოგლეჯილია ათეულობით ხე. ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარეებმა სახნავ-სათესი მიწებიც დატბორა. 12 ნოემბერს, გამთენიისას, ინტენსიური თოვის, ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის და გოდერძის უღელტეხილის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი აცხადებს, რომ გოდერძის უღელტეხილზე ამინდის გაუმჯობესებამდე შეჩერებულია გზის გაწმენდითი სამუშაოებიც. მათივე ინფორმაციით, აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა ხორციელდება

XS
SM
MD
LG