რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სამი რუსი ჟურნალისტი დაიჭრა სირიაში ფრონტის ხაზისაკენ მიმავალ გზაზე. სამინისტროს ინფორმაციით, ჟურნალიტები სირიის მთავრობის კონტროლ ქვეშ მყოფ ლატაკიის პროვინციაში, სოფელ ალ-დაგმაშლიაში მიდიოდნენ, როცა მათ მანქანასთან ჭურვი აფეთქდა. რუსეთის სირიაში 30 სექტემბრიდან ახორციელებს საჰაერო დარტყმებს პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის დასაცავად.