Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინმა „ზურგში დარტყმა“ უწოდა რუსეთის სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდებას


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა „ზურგში დარტყმა“ უწოდა რუსეთის სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდებას თურქეთის თვითმფრინავების მიერ. თურქეთი აცხადებს, რომ მისმა საბრძოლო თვითმფრინავებმა ჩამოაგდეს რუსეთის სამხედრო თვითმფრინავი სირიის საზღვართან მას შემდეგ, რაც გააფრთხილეს, რომ თურქეთის საჰაერო სივრცე დაარღვია. მაგრამ რუსეთი ირწმუნება, რომ მისი ჩამოგდებული თვითმფრინავი არ გასულა სირიის საჰაერო სივრციდან. „დღევანდელი დანაკარგი დაკავშირებულია დარტყმასთან, რომელიც ზურგში მოგვაყენეს ტერორისტთა თანამზრახველებმა. სხვა შეფასებას ვერ მივცემ იმას, რაც დღეს მოხდა“, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა სოჭში, იორდანიის მეფე აბდულასთან შეხვედრისას. მისივე განცხადებით, „დღევანდელ ტრაგიკულ მოვლენას სერიოზული შედეგები ექნება რუსეთ-თურქეთის ურთიერთობებისთვისაც“. თავის მხრივ, თურქეთის პრემიერ-მინისტრმა, აჰმეტ დავუთოღლუმ განაცხადა, რომ თურქეთს აქვს უფლება, მიმართოს „ყველანაირ ზომას“ საზღვრის დარღვევის წინააღმდეგ.

XS
SM
MD
LG