Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიაში იპოვეს რუსეთის ჩამოგდებული თვითმფრინავის მეორე მფრინავიც


საფრანგეთში რუსეთის ელჩის, ალექსანდრ ორლოვის ინფორმაციით, იპოვეს რუსი მფრინავი, რომელიც დაკარგულად ითვლებოდა 24 ნოემბერს თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალების მიერ რუსეთის სამხედრო თვითმრინავის ჩამოგდების შემდეგ. ის სირიაში რუსეთის სამხედრო ბაზაზე გააგზავნეს. როგორც რუსმა დიპლომატმა უთხრა საფრანგეთის რადიო „ევროპა 1“-ს, მფრინავმა შეძლო, ხელში არ ჩავარდნოდა სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის წინააღმდეგ მებრძოლ მეამბოხეებს და ის "სირიის არმიის წევრებმა წაიყვანეს". ორლოვს არაფერი უთქვამს მფრინავის ვინაობაზე, ან ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. 24 ნოემბერს ერთი რუსი მფრინავი დაიღუპა სირიის საზღვართან რუსეთის სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდების შედეგად. ანკარა აცხადებს, რომ რუსეთის თვითმფრინავმა თურქეთის საჰაერო სივრცე დაარღვია და არ მოახდინა რეაგირება 10 გაფრთხილებაზე.

XS
SM
MD
LG