Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი „სერიოზულად არის შეშფოთებული“ სირიის არმის ბაზის დაბომბვით


რუსეთმა შეშფოთება გამოხატა სირიის არმიის ბაზის დაბომბვის გამო სირიაში. მანამდე დამასკმა განაცხადა, რომ აშშ-ის კოალიციამ, რომელიც „ისლამურ სახელმწიფოს“ ებრძვის, არმიის ბაზას ესროლა, რის შედეგად სამი ჯარისკაციდაიღუპა და 13 დაიჭრა. ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლების თქმით, რუსეთის ბომბებმა დახოცა სირიის სამთავრო არმიის ჯარისკაცები და არა კოალიცის ავიაციამ. აშშ-ის სამხედრო ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადეს, რომ რადარზე ჩანს, რომ ეს თავდასხმა განახორციელეს რუსეთის "ტუ-22 ემ 3-ის" ტიპის ბომბდამშენებმა, რომლებიც მოზდოკის სამხედრო ბაზაზე იყნენ განთავსებული. "რუსეთმა შორი მოქმედების ბომბადმშენებით მოაწყო თავდასხმა დეირ ალ-ზურის ბაზაზე, ჩვენ ასადის რეჟიმთან ომს არ ვაწარმოებთ და არ გვაქვს საფუძველი, სირიის არმიას მივაყენოთ დარტყმა, განაცხადა პოლკოვნიკმა სტივ უორენმა. სირიის ადამიანის უფლებათა დაცვის სამეთვალყურეო ცენტრმა დაადასტურა, რომ მოხდა თავდასხმა სირიის სამთავრობო ბაზაზე იმ არეალში, სადაც რეჟიმის ჯარი "ისლამური სახელმწიფოს" არმიას ებრძვის. ისე რომ აშშ-ის ბრალდებას არ შეხებია, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 8 დეკემბერს განაცხადა, რომ სერიოზულადაა შეშფოთებული დეირ ელ-ზურიზე კოალიციის თავდასხმის გამო. ამავე განცხადებით, ინციდენტი გამოიწვია იმან, რომ კოალიცია თავს იკავებს კოორდინაცია გასწიოს დამასკთან „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლისას.

XS
SM
MD
LG