Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთი ჯერ არ აპირებს ერაყიდან თავისი ჯარების გაყვანას


თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი აცხადებს, რომ არ აპირებს ჩრდილოეთ ერაყიდან თურქეთის ჯარების გაყვანას. ჯარების გამოყვანაზე ახლა ლაპარაკიც ზედმეტიაო, განაცხადა ერდოანმა 10 დეკემბერს ჟურნალისტებთან საუბრისას. ამ განცხადების ფონია აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მცდელობა, განმუხტოს თურქეთსა და ერაყს შორის დაძაბულობა, რის შესახებაც ტელეფონით ესაუბრა თურქეთის პრემიერ-მინისტრს, აჰმეტ დავუთოღლუს. როგორც იუწყებიან, ორმა ლიდერმა განიხილა ერაყში მიმდინარე პროცესები, ხაზი გაუსვა ბოლოდროინდელი დაძაბულობის განმუხტვის მნიშვნელობას "ერაყის სუვერენობის პატივისცემით" და "ანტიტერორისტული ძალისხმევის კოორდინაციით". თურქეთს 2014 წლიდან ჰყავს განთავსებული ჯარები ერაყის ქალაქ მოსულთან მებძროლების გასაწვრთნელად, რაც კოორდინირებული იყო ბაღდადთან. მაგრამ გასულ კვირაში სამხედრო ბაზაზე დამატებითი თურქული შენაერთების ჩასვლამ აღშფოთება გამოიწვია ერაყის დედაქალაქში. ერდოანი აცხადებს, რომ დამატებითი ძალები არ მოიცავს საბრძოლო შენაერთებს.

XS
SM
MD
LG