Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ საქართველოს სამხედრო შვეულმფრენებს გადმოსცემს


აშშ საქართველოს „იროკეზის“ ტიპის ორ სამხედრო შვეულმფრენს გადასცემს, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, დავით ებრალიძემ ჟურნალისტებს მთავრობის გუშინდელი სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. "ვერტმფრენებს მივიღებთ ამერიკული 50 მილიონიანი გრანტის ფარგლებში. ვერტმფრენების ღირებულება 18 მლნ 500 ათასი აშშ დოლარია. ამ ღირებულებაში შედის როგორც ორი ვერტმფრენის, ისე მისი მარაგი ნაწილების და მფრინავების გადამზადების პროცესი. ვერტმფრენებს 2018 წელს კვალიფიციურ მფრინავებთან ერთად მივიღებთ. ისინი იქნება ახალი, ამერიკული "იროკეზის" ტიპის, რომელიც უკვე გვაქვს, თუმცა გაუმჯობესებული ვარიანტია", - აღნიშნა ებრალიძემ, რომლის განმარტებით, საქართველოს მთავრობამ აღნიშნული საკითხი მოიწონა. საქართველოს არმიას რამდენიმე ერთეული „იროკეზი“ ჯერ კიდევ 1998 წელს ვაშინგტონსა და თბილისს შორის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლის შესახებ ხელმოწერილი შეთანხმების შემდეგ გადმოეცა.

XS
SM
MD
LG