Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სლოვენიაში გაიმართა რეფერენდუმი ერთი და იმავე სქესის პირთა ქორწინების თაობაზე


სლოვენიაში, პოსტკომუნისტურ ქვეყნებს შორის პირველში, გაიმართა რეფერენდუმი იმის თაობაზე, დაშვებულ უნდა იქნეს თუ არა ერთი და იმავე სქესის პირთა ქორწინება. საკითხი რეფერენდუმზე გავიდა კონსერვატიული ჯგუფების მოთხოვნით, რომელთაც კათოლიკური ეკლესია უჭერს მხარს. ისინი ცდილობენ, გააუქმონ კანონი, რომელიც ქორწინებას განსაზღვრავს, როგორც ორ ზრდასრულ ადამიანს, და არა ქალსა და მამაკაცს შორის თანხმობაზე დამყარებულ კავშირს. მემარცხენე ორიენტაციის პარლამენტმა მარტში მიიღო ქორწინების შესახებ კანონში ცვლილება, მაგრამ კონსერვატიულმა ჯგუფებმა შეაგროვეს 40 ათასი ხელმოწერა, რათა აღკვეთონ საკანონმდებლო ცვლილებები, სანამ გეი წყვილები დაქორწინებას შეძლებდნენ. 1,7 მილიონი ამომრჩევლის, სულ მცირე, 20%-მა უნდა უარყოს კანონი, რათა ის უკუგდებულ იქნეს.

XS
SM
MD
LG