უკრაინის პარლამენტმა 24 დეკემბერს მხარი დაუჭირა გადაწყვეტილებას, რომელიც უფლებას აძლევს ქვეყნის მთავრობას დააწესოს სავაჭრო ემბარგო რუსეთის წინააღმდეგ. „ვერხოვნა რადას“ 420 დეპუტატიდან, ემბარგოს მხარი დაუჭირა 291-მა პარლამენტარმა. გადაწყვეტილება პრეზიდენტის მიერ ხელმოწერის შემდეგ შევა ძალაში. მანამდე მოსკოვმა შეაჩერა თავისუფალი სავაჭრო ზონის შესახებ კიევთან გაფორმებული ხელშეკრულება და აკრძალა უკრაინიდან სურსათის იმპორტი.
ყველაზე პოპულარული
1