Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანში დაიწყო ჟურნალისტის მკვლელობაში ბრალდებულების სასამართლო პროცესი


ბაქოში დაიწყო აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, რასიმ ალიევის მკვლელობაში ბრალდებული ხუთი პირის სასამართლო პროცესი. 30 წლის რასიმ ალიევი 2015 წლის 9 აგვისტოს გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც წინა დღეს სასტიკად სცემეს. მას საავადმყოფოში ნათქვამი აქვს, რომ თავს დაესხნენ აზერბაიჯანში ცნობილი ფეხბურთელის, ჩავიდ ჰუსეინოვის გულშემატკივრები, ამ სპორტსმენის მიმართ სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ კრიტიკული შეფასების გამოქვეყნებისათვის. თავად ფეხბურთელი არ არის ბრალდებულებს შორის. ჰუსეინოვს ბრალად ედება, რომ პოლიციას არ შეატყობინა ჟურნალისტზე თავდასხმის შესახებ, რის გამოც მას ცალკე გასამართლება მოელის და, დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, სამ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

XS
SM
MD
LG