Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეთრი სახლი: "FBI"-ის დაკარგული თანამშრომელი ირანში აღარ იმყოფება


თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ გამოძიების ფედერალური ბიუროს, "FBI"-ის გადამდგარი თანამშრომელი, რობერტ ლევინსონი, რომელიც ეგონათ, რომ ირანში ჰყავდათ დაკავებული რვა წლის წინ მისი დაკარგვის მერე, კვლავ ცოცხალია და ირანში აღარ იმყოფება. თეთრი სახლის წარმომადგენლის, ჯოშ ეარნესტის ეს განცხადება მოჰყვა ლევინსონის ოჯახის კრიტიკას. ლევინსონი მივლინებაში იყო ირანში 2007 წელს და დაიკარგა. რეპორტიორებს ეარნესტმა განუცხადა, რომ თეთრი სახლი განაგრძობს ირანზე ზეწოლას, რათა მიიღოს ცნობა ლევინსონის ადგილსამყოფელის შესახებ. შაბათ-კვირას ირანი და აშშ შეთანხმდნენ პატიმრების გაცვლის შესახებ, როცა აშშ-მა და ევროკავშირმა ირანისთვის სანქციების გაუქმება დაიწყეს. გაცვლის შედეგად გათავისუფლდა აშშ-ის ხუთი მოქალაქე. ლევინსონის ოჯახი მიესალმა გაცვლას და ფეისბუკზე დაწერა, "ბობ ლევინსონი კვლავაც იქ დარჩაო". 2013 წელს იტყობინებოდა „ასოშიეიტედ პრესი“, რომ ლევინსონი, რომელიც კერძო გამომძიებლად მუშაობდა მას მერე, რაც დატოვა ნარკომანიასთან ბრძოლის უწყება და გამოძიების ფედერალური ბიურო, ირანში დაიკარგა, როცა “CIA-ის”-„დაზვერვის ცენტრალური სააგენტოსთვის“ მუშაობდა და ირანში იმყოფებოდა სადაზვერვო მისიით, რომელიც არ იყო დამტკიცებული. ეს ცნობა მოგვიანებით ლევინსონის ცოლმა დაადასტურა „სი-ბი-ეს-თან“ საუბრისას.

XS
SM
MD
LG