Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აბაშიძე არ ადასტურებს ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გაყიდვის გეგმას


საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის, ვახტანგ აბაშიძის განცხადებით, ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის და საერთოდ საქართველოზე გამავალი მაგისტრალების გაყიდვის საკითხი დღის წესრიგში არ დგას.6 თებერვალს "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა, რომ სტრატეგიული ოპტიკურ-ბოჭკოვანი არხი, შესაძლოა, რუსეთის ხელში აღმოჩნდეს. ამის პასუხად, ვახტანგ აბაშიძე აცხადებს, რომ განიხილება საკითხი "კავკასუს ონლაინის" საცალო სეგმენტის შესაძლო გასხვისებაზე კომპანია "მობიტელისთვის", რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელია რუსული "ვიმპელკომი" და ეს კომპანია 2006 წელს შემოვიდა საქართველოში. რაც შეეხება ოპტიკურ-ბოჭკოვან მაგისტრალებს, აბაშიძის განცხადებით, ისევე, როგორც სხვა მაგისტრალები, ისინი იმავე კომპანიის მფლობელობაში რჩებიან.

XS
SM
MD
LG