Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შვედეთში უზბეკ იმამზე თავდასხმისთვის უზბეკეთის მოქალაქეს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს


შვედეთის ქალაქ სუნდვარის სააპელაციო სასამართლომ განაჩენი დაუმძიმა პირს, რომელიც ადრე დამნაშავედ სცნეს და18-წლიანი პატიმრობ, სამუდამო პატიმრობით შეუცვალა. 1 მარტის გადაწყვეტილებით 37 წლის იური ჟუკოვსკი, უზბეკეთის მოქალაქე, ცნობილ იმამზე, ობიდხონ ყორი ნაზაროვზე თავდასხმისთვის გაასამართლეს. ნაზაროვი, უზბეკეთის პრეზიდენტის, ისლამ ქარიმოვის მიმართ კრიტიკული სასულიერო პირი, კომაში იყო ორ წელიწადს მას მერე, რაც ქალაქ სტრომსუნდში სამჯერ ესროლეს. ნაზაროვის ნათესავების თანახმად, მას ტვინი აქვს დაზიანებული. ნაზაროვის ვაჟმა, დუდხონ ნაზაროვმა, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ კმაყოფილია განაჩენით. მან თქვა, რომ მიმართა შვედეთის ხელისუფლებას, გააგრძელოს გამოძიება და აჩვენოს, რომ ნაზაროვზე თავდასხმა უზბეკეთის მთავრობამ შეუკვეთა. ჟუკოვსკი რუსეთმა შვედეთს შარშან აგვისტოში გადასცა გასასამართლებლად. ნაზაროვი შუა აზიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული იმამი იყო 1990-იან წლებში. მან უზბეკეთი დატოვა 1998 წელს და შვედეთში თავშესაფარი მიიღო 2006 წელს.

XS
SM
MD
LG