Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი ახანგრძლივებს ყირიმის ანექსიის გამო დაწესებულ სანქციებს


ევროკავშირის ელჩებმა კიდევ ნახევარი წლით გაახანაგრძლივეს სანქციები, რომლებიც 146 ადამიანსა და 37 ორგანიზაციას დაუწესეს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიისა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის საწინააღმდეგო ქმედებების გამო. სანქციები ითვალისწინებს საბანკო ანგარიშების გაყინვას და ევროკავშირის ვიზებზე უარს. შავ სიაში შეყვანილებს შორის არიან რუსეთის ვიცე-პრემიერი დმიტრი როგოზინი და კრემლის მთავარ პროპაგანდისტად მიჩნეული ჟურნალისტი, დმიტრი კისელიოვი. სანქციების გაგრძელებაზე მიღებული გადაწყვეტილება მიმდინარე კვირაში შევა ძალაში. 2 მარტს შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადა ასეთივე სანქციების გაგრძელების შესახებ. ამასთან, რუსეთის ენერგეტიკისა და საბანკოს სექტორების საწინააღმდეგო მთავარი სანქციების გაგრძელების საკითხი ივლისის ბოლოს არის მოსალოდნელი.

XS
SM
MD
LG