Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბერლინში ავტომანქანის აფეთქებაში ორგანიზებული დანაშაულის კვალს ხედავენ


გერმანიის პოლიციის განცხადებით, ბერლინში ბომბის აფეთქება, რომელმაც ერთი ადამიანი მოკლა, შესაძლოა ორგანიზებულ დანაშაულს უკავშირდებოდეს. აფეთქება 15 მარტს მოხდა „ფოლკსვაგენის“ მარკის ავტომანქანაში. დაიღუპა მისი მძღოლი. ცნობების თანახმად, არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ აფეთქება ტერორისტული თავდასხმა იყო. როგორც პოლიციის პრესმდივანმა, კერსტინ ციზმერმა აღნიშნა, გამოძიება კონცენტრირებულია ვერსიაზე, რომ აფეთქება ორგანიზებულ დანაშაულს უკავშირდება.

XS
SM
MD
LG