Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეხეთი 25 ერაყელი ქრისტიანის რეპატრიაციას მოახდენს


ჩეხეთის შინაგან საქმეთა მინისტრ მილან ხოვანეცის განცხადებით, მთავრობა აპირებს უკან დააბრუნოს ერაყელი ქრისტიანების ჯგუფი, რომელმაც არ მოისურვა ჩეხეთში დარჩენა და გერმანიაში გადასვლა დააპირა. დაახლოებით 25-ი ერაყელი 2 აპრილს ავტობუსით გაემგზავრა გერმანიაში, მაგრამ საზღვრის გადაკვეთისთანავე გერმანიის პოლიციამ დაუყოვნებლად დააკავა ისინი და უკან გამოუშვა. ჩეხეთის რესპუბლიკა დეკემბერში დათანხმდა 135 ერაყელი ქრისტიანისათვის თავშესაფრის მიცემას. ხოვანეცის თქმით, 25ერაყელს დევნილს, რომლებმაც არად ჩააგდეს ჩეხეთის მთავრობის სულგრძელობა, შვიდი დღის განმავლობაში უკან ერაყში გააბრუნებენ.

XS
SM
MD
LG