Accessibility links

პოლიციამ 4 პირი დააკავა თბილისში გარემოვაჭრეების საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას


გარევაჭრობა თბილისის ქუჩაში

პოლიციამ 4 პირი დააკავა თბილისის რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, გარემოვაჭრეების საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას. შსს-ს ინფორმაციით, აქციის მონაწილეებმა გზის სავალი ნაწილი გადაკეტეს, არ დაემორჩილნენ პოლიციის მოწოდებას და სამართალდამცავებს წინააღმდეგობა გაუწიეს. ამავე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციას მართავენ სადგურის მახლობლად მდებარე ბაზრობის და მაღაზიების მფლობელები და მოვაჭრეები, რომლებიც თბილისის მერიისგან მოითხოვენ გარე ვაჭრობის აკრძალვას. აქციის მიმდინარეობისას სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა გარევაჭრობის აკრძალვის მომხრეებსა და გარემოვაჭრეებს შორის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG