Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრეზიდენტმა და იაპონიის პრემიერმა „კონსტრუქციული“ მოლაპარაკება გამართეს


რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა და იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, შინზო აბემ კრემლის განცხადებით „კონსტრუქციული“ მოლაპარაკება გამართეს ტერიტორიული უთანხმოების გარშემო. შეხვედრა 6 მაისს, სოჭში შედგა. რუსეთსა და იაპონიას შორის ერთიერთობების გაუმჯობესებას ხელს უშლის უთანხმოება კურილის კუნძულების გამო, რომლებიც საბჭოთა ჯარმა დაიკავა მეორე მსოფლიო ომის ბოლოს. ამის გამო ორ ქვეყანას შორს ვერ მოხერხდა ზავის დადება და ოფიციალურად ომის დასრულება. მოსკოვსა და ტოკიოს შორის ურთიერთობა დაიძაბა მას მერე, რაც იაპონია შეუერთდა დასავლურ ალიანსს რუსეთისთვის სანქციების დაწესების საქმეში უკრაინაში კრემლის აგრესიის გამო. აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ წელს თხოვა აბეს, ნუ წავიდოდა პუტინთან შესახვედრად, რადგან სანქციები მოქმედებდა და დასავლეთი რუსეთის იზოლირებას ცდილობდა. აბემ განაცხადა, რომ ევროპელი და ამერიკელი ლიდერები, სანქციების მიუხედავად, რუსეთთან კონტაქტი შენარჩუნებული ჰქონდათ და თვითონაც ასევე აპირებდა. პუტინმა გასულ თვეში განაცხადა, რომ აფასებს აბეს სურვილს, ჩავიდეს რუსეთში, პარტნიორების, კერძოდ აშშ-ის ზეწოლის მიუხედავად.

XS
SM
MD
LG