Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში აღნიშნეს „ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დაცვის დღე“


თბილისში აღნიშნეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ხელმძღვანელის ინიციატივით 2014 წელს დაარსებული „ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დაცვის დღე“. სასულიერო პირები და მათი მხარდამჭერები მონაწილეობდნენ აწყურის ღვთისმშობლის ხატით მსვლელობაში ქალაქის რამდენიმე მთავარი მოედნისა და ქუჩის, მათ შორის რუსთაველის გამზირის გავლით. ეს დღესასწაული 17 მაისს აღინიშნება მას შემდეგ, რაც 2013 წლის 17 მაისს თბილისში დაარბიეს აქცია ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად. ლგბტ საზოგადოების წარმომადგენლებმა და მათი უფლებების დამცველებმა წელს უარი თქვეს ჰომოფობიასთან ბრძოლის დღის აღსანიშნავად თბილისში მსვლელობის გამართვაზე იმის გამო, რომ მათთვის უსაფრთხოების გარანტიები არ მიუციათ.

XS
SM
MD
LG