Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გმობს ხურჩაში მომხდარ სასიკვდილო შემთხვევას


ევროკავშირის სამდაკვირვებლო მისიამ გაავრცელა განცხადება საქართველოში, აფხაზეთ-სამეგრელოს ადმინისტრაციულ საზღვარზე მომხდარი სასიკვდილო ინციდენტი შესახებ. გავრცელებულ განცხადებაში მისია ადასტურებს, 19 მაისს, ადმინისტრაციულ საზღვარზე, ხურჩა-ნაბაკევის გამშვებ პუნქტთან სროლის შედეგად მომხდარ სასიკვდილო შემთხვევას, რომლის შედეგადაც ადგილობრივი მამაკაცი გარდაიცვალა. საქართველოს მოქალაქე, გიგა ოთხოზორიაზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში 19 მაისს დაიღუპა. ის გამშვებ პუნქტთან იმავე დღეს დაჭრეს სასიკვდილოდ. წინასწარი შეფასებით, რომელიც ადგილობრივი თვითმხილველების მონათხრობს ეყრდნობა, უსაფრთხოების სფეროში მოქმედი სტრუქტურების შეიარაღებულმა წარმომადგენლებმა გადმოკვეთეს ხიდი აფხაზური მხრიდან თბილისის კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიაზე და სროლა განახორციელეს, წერს მისია თავის განცხადებაში და გმობს სასიკვდილო შემთხვევას, უსამძიმრებს და თანადგომას უცხადებს დაღუპულის ოჯახს. განცხადებაში მისია გამოთქვამს მოწოდებას, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს საფუძვლიანი გამოძიება, და ყველა მხარემ თავი შეიკავოს ისეთი ქმედებებისგან, რომლებმაც შესაძლოა ვითარების კვლავ დაძაბვა გამოიწვიონ. თავად მოცემული ინციდენტი კი დამატებით ადასტურებს გალში „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ გამო შეხვედრების სასწრაფო აღდგენის აუცილებლობაზე, -ნათქვამია განცხადებაში.

XS
SM
MD
LG