Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თამაზ მეჭიაურმა დატოვა „ქართული ოცნების“ რიგები


კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრმა, დეპუტატმა თამაზ მეჭიაურმა დატოვა მმართველი პარტიის რიგები. ამის შესახებ თავად მეჭიაურმა განაცხადა, ”ქართული ოცნების” ოფისში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ. როგორც იუწყებიან, შეხვედრას ესწრებოდა ასევე ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც იქ ფრაქციის წევრების თხოვნით მივიდა. ამასთან, თამაზ მეჭიაური დარჩება საპარლამენტო კოალიციის რიგებში და შეინარჩუნებს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს.

XS
SM
MD
LG