Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიძინა ივანიშვილი არ აპირებს ხელისუფლებაში დაბრუნებას, მაგრამ ჩაერთვება წინასაარჩევნო კამპანიაში


საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი არ აპირებს ხელისუფლებაში დაბრუნებას, მაგრამ აქტიურად ჩაებმება წინასაარჩევნო კამპანიაში და სრულ მხარდაჭერას უცხადებს „ქართულ ოცნებასა“ და პარტიის თავმდჯდომარეს, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს. ამის შესახებ ნათქვამია ღია წერილში, რომელიც ივანიშვილმა 30 მაისს გამოაქვეყნა. ის აჯამებს ბოლო ოთხი წლის პერიოდს, იხსენებს საქართველოში არსებულ ვითარებას „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლამდე და მკაცრად აკრიტიკებს "ნაციონალურ მოძრაობას". ყოფილი პრემიერი წერს ქვეყნის საგარეო კურსზეც და ამბობს, რომ საქართველოს საგარეო კურსი და ორიენტირი ერთმნიშვნელოვნად არის ევროატლანტიკური მიმართულება, თუმცა, მისივე სიტყვებით, „დასავლური კურსი არ ნიშნავს, რომ პატივისცემით არ მოვექცევით მეზობლებს და არ გავითვალისწინებთ მათ ინტერესებს“.

XS
SM
MD
LG