Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იემენში 40-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა რამდენიმე აფეთქების შედეგად


იემენში, სულ ცოტა, 42 ადამიანი დაიღუპა სამხედროების წინააღმდეგ მიმართული აფეთქებების მთელი სერიის შედეგად. ოფიციალური პირებისა და მედიკოსების ცნობით, იერიშები 27 ივნისს მოეწყო სამხრეთში მდებარე ქალაქ მუკალაში, რომელსაც ადრე ალ-ყაიდა აკონტროლებდა. ამავე აფეთქებების შედეგად დაიჭრა 24 ადამიანი, მათ შორის სამოქალაქო პირები. ოფიციალური პირების ცნობით, იერიშები მიმართული იყო უშიშროების სამსახურის ოფისების, არმიის ყაზარმებისა და ბლოკ-პოსტების წინააღმდეგ. როგორც ალ-ყაიდას, ისე ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამურ სახელმწიფოს“ გააქტიურებული აქვთ მოქმედება იემენში, სადაც ისინი სარგებლობენ სამოქალაქო ომით გამოწვეული ქაოსით. სამოქალაქო ომში ერთმანეთს უპირისპირდებიან უმეტესწილედ შიიტი ჰუთიტი მეამბოხეები და პრეზიდენტ აბდ რაბუ მანსურ ჰადის მთავრობა, რომელსაც მხარს უჭერს საერთაშორისო თანამეგობრობა. მთავრობასა და მეამბოხეებს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებას ჯერ არ მოჰყოლია მნიშვნელოვანი შედეგი.

XS
SM
MD
LG