Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ელჩი აშშ-ში, არჩილ გეგეშიძე, საგარეო საქმეთა სამინისტროს მისცემს განმარტებას


საქართველოს ელჩი აშშ-ში, არჩილ გეგეშიძე, საგარეო საქმეთა სამინისტროს მისცემს განმარტებას მისი განცხადების გამო, რომელიც მმართველ გუნდში პრორუსულად განწყობილი პოლიტიკოსების ყოფნას შეეხებოდა. „ელჩის ახსნა-განმარტებების შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას შემდგომ ნაბიჯებზე” - განუცხადა ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ. საქართველოს ელჩმა აშშ-ში, არჩილ გეგეშიძემ, 2 ივლისს „ნეტგაზეთთან“ ინტერვიუში აღნიშნა, რომ მმართველ გუნდში არიან პრორუსულად განწყობილი პოლიტიკოსები, თუმცა გავლენას ვერ ახდენენ გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე. 5 ივლისს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ განაცხადა, რომ არჩილ გეგეშიძის ნათქვამს პრეზიდენტი მიიჩნევს არაკვალიფიციური ელჩის არაკომპეტენტურ განცხადებად.

XS
SM
MD
LG