Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ქაბულში ჩაფრინდა


აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ეშ კარტერი მოულოდნელი ვიზიტით ეწვია ქაბულს ავღანელ ლიდერებთან და ამერიკელ სამხედრო სარდლებთან შესახვედრად. ამ ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გამოაცხადა, რომ შეერთებული შტატები ავღანეთში 2017 წლამდე დატოვებს 8400 სამხედრო მოსამსახურეს, რაც ნიშნავს, რომ არ შეამცირებს 5500-მდე, რასაც ობამა მანამდე აპირებდა. სხვა ქვეყნების, მათ შორის საქართველოს წარმომადგენელ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად, ამერიკელი ჯარისკაცები ავღანეთში ანტიტერორისტულ მისიებში მონაწილეობენ. ვაშინგტონი წელიწადში 3,5 მილიარდი დოლარით ეხმარება ავღანეთის ჯარებს, დანარჩენი ნატოელი მოკავშირეები 1 მილიარდ დოლარს იხდიან, ხოლო ავღანეთის მთავრობა 500 მილიონამდე დოლარით აფინანსებს ავღანეთის 352 000-კაციან არმიას და პოლიციის ჯარებს.

XS
SM
MD
LG