Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სულ მცირე 75-მდე გაიზარდა ნიცაში თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა


საფრანგეთის ქალაქ ნიცის ხელმძღვანელობის ცნობით, სულ მცირე 75 ადამიანი დაიღუპა და 100-მდე დაიჭრა ხალხში სატვირთო მანქანის შეჭრის შედეგად. ამავე წყაროების ცნობით, მანქანის მძღოლი პოლიციამ მოკლა. ინციდენტს მიზანმიმართულ თავდასხმად განიხილავენ. ქალაქის ხელმძღვანელობა მოსახლეობას სახლებში დარჩენისკენ მოუწოდებს. ინციდენტი მაშინ მოხდა, როცა ხალხი ფოიერკვერკებს ადევნებდა თვალს, ბასტილიის დღის ეროვნულ დღესასწაულზე. თვითმხილველთა თქმით, "გვამები ყველგან იყო" და მათ ცეცხლსასროლი იარაღის ხმაც მოესმათ. სააგენტო "ასოშიეიტედ პრესი" იუწყება, რომ ხალხში მანქანით შეჭრის შემდეგ მძღოლმა ცეცხლი გახსნა და დახოცა ადამიანები. საფრანგეთის ხელისუფლებას ეროვნულ დღესასწაულზე გაძლიერებული უსაფრთოების ზომები ჰქონდა ამოქმედებული. პარიზში, ტრადიციულ სამხედრო აღლუმზე უსაფრთხოების ძალების 11,500-მდე წარმომადგენელი იყო მობილიზებული.

XS
SM
MD
LG