Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკა ჩიტაძე თურქეთში მიმდინარე პროცესსა და საერთაშორისო კონტექსტზე


18 ივლისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ნიკა ჩიტაძე, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი. მან ილაპარაკა თურქეთში მომხდარსა და იქ მიმდინარე პროცესების ზეგავლენაზე ახლო სამეზობლოსა და საერთაშორისო კონტექსტზე. ნიკა ჩიტაძემ აღნიშნა, რომ 2013 წლის შემდგომ პერიოდში თურქეთის ხელისუფლებამ დაუშვა არაერთი შეცდომა დემოკრატიის გზაზე. საუბარი შეეხო იმასაც, რომ არშემდგარი გადატრიალების შემდგომი პროცესები იმას აჩვენებს, რომ ერდოანი ძალაუფლების კონსოლიდაციისკენ დგამს ნაბიჯებს. ნიკა ჩიტაძემ ილაპარაკა აშშ-ში მცხოვრებ ფეტულა გიულენზე, რომელსაც თურქეთის ხელისუფლება გადატრიალების ორგანიზატორად თვლის. "დილის საუბრების" სტუმარმა ვითარება განიხილა საერთაშორისო უსაფრთხოების კონტექსტში, მათ შორის - შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების კუთხით.

XS
SM
MD
LG