Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი აცხადებს, რომ მოსკოვს ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობა სურს


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთი მზად არის წვლილი შეიტანოს ევროპისა და მსოფლიოს უსაფრთხოების გაძლიერებაში. „ჩვენ არა მხოლოდ უნდა გვახსოვდეს ომის საშინელება, არამედ ერთად უნდა ვიმუშაოთ ურთიერთგაგების, ნდობის, ევროპასა და მსოფლიოში უსაფრთხოების გასაძლიერებლად“, - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა სლოვენიაში, სადაც შაბათს რუსეთის ლიდერმა მონაწილეობა მიიღო პირველი მსოფლიო ომის დროს, 2015 წელს ჩამოწოლილი ნიაღვრის დროს ალპებში დაღუპული ასობით რუსი ტყვე ჯარისკაცის ხსოვნის პატივსაცემად აგებული მემორიალის გახსნაში. 30 ივლისს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ორდღიანი ვიზიტით ეწვია სლოვენიას. მიუხედავად იმისა, რომ როგორც ევროკავშირისა და ნატოს წევრი, რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ ეკონომიკურ სანქციებს ახორციელებს, სლოვენია მოსკოვთან მაინც ახერხებს მეგობრული ურთიერთობის შენარჩუნებას.

XS
SM
MD
LG