Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლუგანსკელ სეპარატისტთა ლიდერი აფეთქების შედეგად დაიჭრა


ლუგანსკის თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკის ლიდერი მძიმედ დაიჭრა მას შემდეგ, რაც აფეთქდა მანქანა, რომელშიც იგორ პლოტნიცკი და მისი დაცვის წევრები იმყოფებოდნენ. ინფორმაცია ამის თაობაზე ტვიტერით გაავრცელა უკრაინის „ვერხოვნა რადას“ ყოფილმა დეპუტატმა, არაღიარებული ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების „კონფედერაციული კავშირის“ სპიკერმა, ოლეგ ცარიოვმა. ლუგანსკელ სეპარატისტთა ლიდერზე თავდასხმა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მრჩეველმა, იური ტანდირმაც დაადასტურა. უკრაინელმა მაღალჩინოსანმა უარყო გავრცელებული ვერისა, თითქოს პლოტნიცკის მანქანის აფეთქებაში უკრაინის სპეცსამსახურების ხელი ერიოს. „ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ოკუპირებული ლუგანსკის ტერიტორიაზე სუფევს მუდმივი დაძაბულობა, ექსტრემისტებს შორის გრძელდება დაუნდობელი ბრძოლა ძალაუფლებისა და ფულისათვის“, - განაცხადა ტანდირმა. " მძიმე მდგომარეობაში მყოფი იგორ პლოტნიცკი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

XS
SM
MD
LG