Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაკედონიის დედაქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა წყალდიდობის შემდეგ


მაკედონიის მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა დედაქალაქ სკოპიეში, სადაც 7 აგვისტოს, სულ ცოტა, 20 ადამიანი შეეწირა ძლიერ ქარიშხალს და წყალდიდობას. დაშავდა ასობით ადამიანი. სკოპიეს მერის, კოცე ტრაიანოვსკის თქმით, ზარალი უმძიმესია სკოპიეს მთელს ისტორიაში. ადგილობრივი მედიის ცნობით, სკოპიეში და მის მიმდებარე დასახლებებში ქარის სიჩქარე საათში 70 კილომეტრს აღემატებოდა და წყლის დონემ ზოგ ადგილას 1,5 მეტრით აიწია. სტიქიის შედეგად მძიმედ დაზიანდა გზები, განადგურდა ასობით სახლი და ავტომანქანა.

XS
SM
MD
LG