Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოსოვოს პრეზიდენტის მოკავშირე პოლიტიკურ ფავორიტიზმშია ეჭვმიტანილი


კოსოვოს პრეზიდენტის მოკავშირე ეჭვმიტანილია, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებში და ფირმებში თანმდებობებს ანაწილებდა კანდიდატების პოლიტიკური მიდრეკილებების მიხედვით. ადამ გრაბოვცის საქმეს იძიებენ სატელეფონო საუბრების მოსმენის დროს მოპოვებულ სამხილებზე დაყრდნობით, რომელიც შესრულდა 2011 წელს, ევროკავშირის საპოლიციო და სამართლებრივი მისიის ანტიკორუფციული ოპერაციისას. გრაბოვცი მაშინ კოსოვოს დემოკრატიული პარტიის ამომრჩეველთა საპარლამენტო კრებებს თავმჯდომარეობდა. პარტიას ხელმძღვანელობდა ჰაშიმ ტაჩი, რომელიც წელს პრეზიდენტად იქნა არჩეული. გრაბოვციმ პასუხი უნდა გასცეს პროკურატურის ბრალდებებს. ის გადადგა პარტიის საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარეობიდან, მაგრამ პარლამენტის წევრად რჩება.

XS
SM
MD
LG