Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანმა რუსული საზენიტო-სარაკეტო სისტემა განათავსა ფორდოს ატომური რეაქტორის დასაცავად


ირანის ხელისუფლების ცნობით, რუსეთის წარმოების ს-300 ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი განთავსდა ქვეყნის უმთავრეს, ფორდოს ატომური რეაქტორის დასაცავად. ამის შესახებ საჰაერო თავდაცვითი ძალების სარდალმა, გენერალმა ფარზად ესმაილიმ უთხრა 28 აგვისტოს ირანის ერთ-ერთ სახელმწიფო ტელეარხს და დასძინა, რომ ამიერიდან „ირანის ცა, ყველაზე უფრო დაცული გახდა მთელ რეგიონში“.ტელევიზიის მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრზე ჩანს რუსეთის წარმოების ს-300 ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი, რომლის რაკეტები და სხვა შეიარაღება საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი. ვოდეოკადრის გავრცელებამდე ირანის უზენაესი სასულიერო ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი შეხვდა ქვეყნის სამხედრო სარდლობას და განაცხადა, რომ ს-300 ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემა არის თავდაცვითი და არა შეტევითი. „მიუხედავად ამისა, აშშ-ი ყველაფერს აკეთებდა, რომ ირანს ეს შეიარაღება არ ჰქონოდაო“, - დასძინა ხამენეიმ.

XS
SM
MD
LG