Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიაში დღეს საღამოს ამოქმედდება აშშ-ისა და რუსეთის შუამავლობით მიღწეული ზავი


სირიაში 12 სექტემბრის საღამოს ამოქმედდება ზავი, რომელზე შეთანხმებაც რუსეთისა და შეერთებული შტატების შუამავლობით იქნა მიღწეული.ზავი, რომელზე ცნობაც 9 სექტემბერს გავრცელდა რამდენიმეკვირიანი მოლაპარაკების შემდეგ, მიჩნეულია აქამდე საუკეთესო შანსად სირიაში ექვსი წლის წინ დაწყებული სამოქალაქო ომისათვის ბოლოს მოსაღებად. თუ ზავი ერთი კვირა გაგრძელდება, აშშ და რუსეთი შეუდგებიან ერთად მოქმედებას ალ-ყაიდის მოკავშირე ექსტრემისტული დაჯგუფების, "ჯაბათ ფატეჰ ალ-შამის" და ექსტრემისტების გაერთიანება "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ საჰაერო იერიშების განსახორციელებლად. ზავი არ ვრცელდება ექსტრემისტებზე. ზავის გეგმით, დაპირისპირებულ მხარეებს მოუწოდებენ, უკან დაიხიონ ჩრდილო-დასავლეთ სირიაში მდებარე ალეპოში სტრატეგიულად მნიშვნელოვან კასტელოს გზიდან, დემილიტარიზებული ზონის შესაქმნელად და ოპოზიციასა და მთავრობის მხარდამჭერებს ევალებათ, მიმართონ ზომებს ალეპოში უსაფრთხოდ შესვლის უზრუნველსაყოფად. მიუხედავად იმისა, რომ დაპირისპირებულმა მხარეებმა მხარი დაუჭირეს ზავზე შეთანხმებას, ბოლო ორ დღეში ალეპოსა და იდლიბში 100-მდე სამოქალაქო პირი დაიღუპა საჰერო იერიშების შედეგად.

XS
SM
MD
LG