Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიაში, უმეტეს შემთხვევაში, იცავენ ზავს


სირიიდან გავრცელებული ცნობებით, მხარეები უმეტეს შემთხვევაში იცავენ ზავს, რომელიც ძალაში შევიდა 12 სექტემბრის საღამოს. იუწყებიან ზავის მხოლოდ მცირე დარღვევების შესახებ. ზავი, რომელიც რუსეთისა და შეერთებული შტატების შუამავლობით იქნა მიღწეული, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის შეფასებით, შესაძლოა იყოს „ბოლო შანსი ერთიანი სირიის გადასარჩენად“. ჩრდილოეთ სირიის ქალაქ ალეპოში, საიდანაც ბოლო თვეებში ინტენსიურ ბრძოლებზე იუწყებოდნენ, ოპოზიციონერი აქტივისტების ცნობით, სიმშვიდეა. თურქეთის მედიის ცნობით, გაეროს 20 სატვირთო მანქანა გაემგზავრა ალეპოში ჰუმანიტარული დახმარების ჩასატანად. ლონდონში დაფუძნებულ ორგანიზაცია „სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის“ მონაცემებით, ჰამის პროვინციასა და დამასკში აღირიცხა ძალადობის ცალკეული აქტები როგორც მთავრობის, ისე მეამბოხეების მხრიდან. თუ ზავი ერთი კვირა გაგრძელდება, აშშ და რუსეთი განახორციელებენ კოორდინირებულ საჰაერო იერიშებს ალ-ყაიდის მოკავშირე ჯგუფ „ჯაბათ ფატეჰ ალ-შამისა“ და ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ. ზავი არ ვრცელდება ამ ორ ექსტრემისტულ ორგანიზაციაზე.

XS
SM
MD
LG