Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში აფეთქებამ 19 ადამიანი შეიწირა


პაკისტანისა და ავღანეთის საზღვრის მახლობლად მდებარე მოჰმანდის რაიონში თვითმკვლელის მიერ ბომბის აფეთების შედეგად სულ ცოტა 19 ადამიანი დაიღუპა. თავდასხმა ხალხმრავალ მეჩეთში, პარასკევის ლოცვის დროს მოხდა. დაშავდა სულ ცოტა 24 ადამიანი. აფეთებაზე პასუხისმგებლობა არავის აუღია, თუმცა წარსულში მსგავსი ტიპის თავდასხმები რეგიონში პაკისტანის თალიბანს განუხორციელებია. პაკისტანის არმია პაკისტანის თალიბანს ამ რეგიონშ 2014 წლიდან ებრძვის.

XS
SM
MD
LG