Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბერლინში რეგიონული პარლამენტის არჩევნებში მერკელის პარტიამ ხმები დაკარგა


მემარჯვენე პარტიამ „ალტერნატივა გერმანიამ“ ხმათა 15 %-ი მოიპოვა ბერლინში რეგიონული პარლამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს არჩევნებში. ეს მონაცემები, გავრცელებული ინფორმაციით, მოასწავებს ძალთა გადანაწილებას წამყვან პარტიებს შორის. გერმანელი სოციალ-დემოკრატები, ბერლინის პოპულარული მერის მიხაელ მიულერის თავკაცობით, კვლავ ყველაზე უფრო გავლენიანი ძალაა რეგიონალურ პარლამენტში. სოციალ-დემოკრატებს ხმათა 24%-ი ხვდათ წილად. პროგნოზების თანხმად, ანგელა მერკელის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირსა და მწვანეთა პარტიას თითოეულს 18-18%-ის მიღების იმედი აქვთ. მემარჯვენე-პოპულისტურმა პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ უკვე მე-10 რეგიონული პარლამენტის არჩევნებში მიაღწია წარმატებას. გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელი პარტიამ ყველაზე უარესი შედეგი აჩვენა ბერლინის არჩევნებში, რაც მიმომხილველთა თქმით განაპირობა მერკელის გადაწყვეტილებამ, გაეღო საზღვრები მიგრანტებისათვის. გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის პარტიამ თავის მშობლიურ მხარეში, ყოფილი გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე მეკლენბურგ-წინა პომერანიაშიც განიცადა მარცხი 5 სექტემბერს გამართულ ადგილობრივ საპარლამენტო არჩევნებში.

XS
SM
MD
LG