Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა გამოაქვეყნა მასალა, რომელიც მისი თქმით ამტკიცებს, რომ მალაიზიის თვითმფრინავი სეპარატისტებს არ ჩამოუგდიათ


რუსეთმა გამოაქვეყნა რადარით დაფიქსირებული კადრები, რომლებიც, მისი თქმით, აჩვენებს, რომ რაკეტა, რომელმაც 2014 წელს აღმოსავლეთ უკრაინაში მალაიზიის სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოაგდო, არ იქნა გასროლილი სეპარატისტების მიერ გაკონტროლებული ტერიტორიიდან. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ეს განცხადება გავრცელდა ორი დღით ადრე, ვიდრე გამოქვეყნებულა ნიდერლანდის ხელმძღვანელობით მოქმედი საგამოძიებო ჯგუფის ანგარიში 2014 წლის 17 ივლისის ავიაკატასტროფაზე. კატასტროფამ მალაიზიის ავიაკომპანიის თვითმფრინავში მყოფი 298-ვე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. საერთაშორისო გამოძიება აგროვებს სამხილებს თვითმფრინავის ჩამოგდებაზე პასუხისმგებელი პირებისათვის ბრალდების წასაყენებლად. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ის ახლა გამომძიებლებს წარუდგენს მოპოვებულ მასალას. რუსეთი და უკრაინა ერთმანეთს ადანაშაულებენ "ბოინგ 777"-ის ჩამოგდებაში. ნიდერლანდის ხელისუფლებამ 2015 წელს გამოაცხადა, რომ თვითმფრინავი "ბუკის" ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო დანადგარით იქნა ჩამოგდებული, მაგრამ არ უთქვამთ, რომელმა მხარემ ისროლა რაკეტა.

XS
SM
MD
LG