Accessibility links

ესპანეთის სამხრეთში აფეთქებამ 90 ადამიანი დააშავა


ესპანეთის ხელისუფალთა ცნობით, 90 ადამიანი დაშავდა ქვეყნის სამხრეთში, ერთ-ერთ კაფეში აფეთქების შედეგად. ინციდენტი მოხდა 1 ოქტომბერს, ვალეს-მალაგაში, ცნობილი საკურორტო ქალაქ მალაგიდან 40 კილომეტრში. ხუთი დაშავებულის მდგომარეობა სერიოზული, თუმცა ექიმების თანახმად, სასიკვდილო არაა. ქალაქის მერის, ანტონიო მორენო ფერერის თქმით, შესაძლოა, რომ აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG