Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთში 13 ათასი პოლიციელი დაითხოვეს სამსახურიდან


თურქეთმა 13 ათასამდე პოლიციელი დაითხოვა სამსახურიდან აშშ-ში მცოვრები სამსულიერო პირთან, ფეთულა გიულენთან სავარაუდო კავშირის გამო.თურქეთის სახელმწიფო პოლიციის ცნობით, 2500 მათგანი პოლიციის მაღალი რანგის პირები არიან. ივლისის ჩაშლილი გადატრიალების შემდეგ ათეულობით ათასი მოხელე იქნა დათხოვნილი სახელმწიფო სამსახურიდან, ხოლრ 32 ათასი ადამიანი დააკავეს გადატრიალების მცდელობასთან სავარაუდო კავშირის გამო.

თურექთმა გადაწყვიტა, კიდევ სამი თვით გაახანგძლივოს საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადა, რომელიც ივლისის წარუმატებელი პუტჩის შემდეგ დაწესდა.

XS
SM
MD
LG