Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კვირიკაშვილი შეხვდა ყირგიზეთის პრეზიდენტს


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მიიღო საქართველოში ვიზიტად მყოფი ყირგიზეთის პრეზიდენტი, ალმაზბეკ ატამბაევი. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პირისპირ შეხვედრისას, საუბარი შეეხო სხვადასხვა სფეროში ორმხრივ თანამშრომლობას და რეგიონში არსებულ ვითარებას. შეხვედრისას აღინიშნა, რომ არსებობს პოტენციალი ორ ქვეყანას შორის, სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების და ამ მიმართულებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის საქმიანობას, რომლის პირველი სხდომა თბილისში, 2016 წლის მარტში გაიმართა. მანამდე საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა ყირგიზეთის და საქართველოს სამთავრობო დელეგაციების შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობდნენ პრეზიდენტები, ალმაზბეკ ატამბაევი და გიორგი მარგველაშვილი.

XS
SM
MD
LG