Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი: ალეპოს დაბომბვა შეიძლება "ომის დანაშაულად" შეფასდეს


ევროკავშირმა მკაცრად დაგმო რუსეთის და სირიის მიერ მეამბოხეთა ხელში მყოფი ქალაქ ალეპოს, მეამბოხეთა ხელში მყოფი არეალების, დაბომბვა. მათი განცხადებით, ამ ოპერაციებს "შეიძლება ომის დანაშაულის" შეფასება მიეცეს. ევროკავშირის 28 წევრის მიერ მიღებულ განცხადებაში წერია, რომ სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის და მისი მოკავშირის, რუსეთის მიერ წამოწყებული საჰაერო ოპერაციის ინტენსივობა და მასშტაბი აშკარად, არაპროპორციული იყო. განცხადების თანახმად, იერიშები მიჰქონდათ სამოქალაქო ობიექტებზე, საავადმყოფოებზე, სამედიცინო პერსონალზე, სკოლებზე და სხვა მნიშვნელოვან ობიექტებზე, ასევე ხდებოდა კასრული და კასეტური ბომბების და ქიმიური იარაღის მოხმარება.

XS
SM
MD
LG