ხვალ პრაღაში გაიმართება რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის შეხვედრა. „ჩვენ გვაქვს სტაბილური დღის წესრიგი, რომელიც ძირითადად მოიცავს სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო, ტურიზმის და ჰუმანიტარულ საკითხებს და ამ დღის წესრიგის მიხედვით ვიმსჯელებთ“ - განუცხადა ჟურნალისტებს ზურაბ აბაშიძემ. მისივე თქმით, კარასინთან ამ შეხვედრისას სხვა საკითხების განხილვა არ იგეგმება.
ყველაზე პოპულარული
1