Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მხატვარი ლევან ყიფიანი – თავისუფლად, ჩარჩოების გარეშე


ლევან ყიფიანი
ლევან ყიფიანი

21 ოქტომბერს, ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სურათების გალერეაში მხატვარ ლევან ყიფიანის პირველი პერსონალური გამოფენა გაიხსნა. დამთვალიერებელს შესაძლებლობა ჰქონდა მის მიერ უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში შექმნილი ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები ენახა – შესრულებული ზეთში, ნახშირსა და პასტელში.

გადმოწერა

ლევან ყიფიანის მსხვილი მონასმებით დახატული ფერწერა თავს მკვეთრი ფერებით გამახსოვრებინებს: უყურებ ამ ნახატებს და ეძებ, სად იწყება მთა და სად მთავრდება მინდორი, აკვირდები – როგორ გადადის შემოდგომა გაზაფხულში და როგორ ამოიზრდება ხან წითელ, ხან ლურჯ, ხან ყვითელსახურავიანი სახლები ამ მთებზე და მინდვრებში. პროფესიით იურისტმა, წლების წინ კი მოქანდაკეობაზე მეოცნებე ლევან ყიფიანმა, ინტენსიურად ხატვა ორი წლის წინ დაიწყო. ხატვას წინ ფოტოგრაფიით გატაცებაც უძღოდა და როგორც თავად ლევანი გვიამბობს, ხშირად მისთვის ეს ფოტოები მომავალი ტილოების ჩანახატებიც გამხდარა – არა ფანქარი და ქაღალდი ამბების ჩასახატად და დასამახსოვრებლად, არამედ ფოტოაპარატი. ამიტომაცაა, რომ ვისაც ლევან ყიფიანის ფოტოები უნახავს, ის აუცილებლად შეამჩნევდა საერთო ხაზს მის ტილოებსა და ფოტოებს შორის. ლევანი ამბობს, რომ ახალი სუნთქვა გაეხსნა, რომ მისი მხატვრობა ახლა იბადება.

რა შეიცვალა მას შემდეგ, რაც 20 წლის წინ ერთი სადარბაზოს კედელზე ლევან ყიფიანმა მისთვის უცნობი, ქუჩაში ნანახი ლოთის პორტრეტი მიახატა და რა გეგმები აქვს მხატვარს პირველი პერსონალური გამოფენის შემდეგ, ამ და სხვა თემებზე ლევან ყიფიანს ეკა ქევანიშვილი ესაუბრა.

მხატვარი ლევან ყიფიანი – თავისუფლად, ჩარჩოების გარეშე
please wait

No media source currently available

0:00 0:09:03 0:00

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG