რუსეთში დაფუძნებული ავტორიტეტიანი უფლებადამცველი ორგანიზაციის, „მემორიალის“ განცხადებით, 2016 წელს რუსეთში გაორმაგდა პოლიტპატიმრების რიცხვი. ორგანიზაციის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, 2015 წელს "მემორიალის" პოლიტპატიმრების სია 50 ადამიანს მოიცავდა, ახლა კი 102-მდე არის გაზრდილი ამ პირთა რიცხვი. ორგანიზაცია პოლიტპატიმრებად მიიჩნევს როგორც სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში, ისე შინა პატიმრობაში მყოფ პირებს. „მემორიალის“ პოლიტპატიმრების სიაში შეყვანილი არიან, მაგალითად, ყირიმელი თათრები, ახმეტ ჩიიგოზა, ალი ასანოვი და მუსტაფა დეგემენჯი, აგრეთვე უკრაინელი რეჟისორი ოლეგ სენცოვი და რუსი პოლიტიკოსი სერგეი უდალცოვი. ორ დღეში, 30 ოქტომბერს, რუსეთში აღნიშნავენ პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა ხსოვნის დღეს.
ყველაზე პოპულარული
1